იბიცაზე შაკირასა და ჟერარ პიკეს ვახშმობა, მომსახურე პერსონალისთვის დიდი ბედნიერებით დასრულდა. მომღერალმა და ფეხბურთელმა “ჩაის” სახით 20 ათასი ევრო დატოვეს.
კუნძულზე პიკემ გრანდიოზული ვილა იქირავა, სადაც პირადი შეფ-მზარეული დაიქირავა. როგორც ჩანს, მომსახურებით კმაყოფილმა წყვილმა, გულუხვობით კოლეგებს გადაუსწრო: გამგაზვრების წინ, პიკემ თითო ჯიბიდან 10 ათასი ევრო ამოიღო და მზარეულს გაუწოდა: „იყიდე შენთვის რამე“ – უთხრა მან დაბნეულ მამაკაცს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება.
აღნიშნული ისტორია პრესას წყვილის მეგობარმა მოუყვა.