ცნობილი ხდება, რომ თავის ახალ კლიპში „Me enamoré“ შაკირამ ტრადიცია დაარღვია და არა სექსუალური მოცეკვავეებისა და მოდელების, არამედ საკუთარი მეუღლის, ჟერარ პიკეს გარემოცვაში გამოჩნდა. სიმღერა, რომელზეც კლიპი უახლოს მომავალში გამოვა, სწორედ მას და წყვილის სიყვარულის ისტორიას ეხება.
გადაღებები ბარსელონაში ამჟამად მიმდინარეობს და სანამ თავად ვიდეო ხელმისაწვდომი გახდება, ქსელში გადაღებებიდან გავრცელებული კადრები გამოქვეყნდა.
ცნობილი ხდება, რომ კლიპის გამოშვების შემდეგ, შაკირა ტურნეში გაემგზავრება, რომლის თარიღებსაც მომღერალი არ ამხელს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ვარსკვლავი თან ორივე შვილსა და დედას წაიყვანს.
🎬Shakira & Piqué! ❣️ #meenamore #setlife #makingof #onset #gerardpique #shakira #barcelona
A post shared by Alba (@alba.guimera) on