დასავლური ტაბლოიდების ცნობით, კოლუმბიელ მომღერალს, შაკირას და მის მეუღლეს, ფეხბურთელ ჟერარ პიკეს უცნობი პირი აშანტაჟებს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ცოლ-ქმარს საშინაო ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრება.
ვარსკვლავური წყვილის წარმომადგენლის განცხადებით, არანაირი ვიდეო არ არსებობს და შესაბამისად, მათ არაფრის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი არანაირ დამამტკიცებელ მასალას არ აქვეყნებს, წყვილისგან ის საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.
