შაკირასა და ჟერარ პიკეს რომანი 2011 წელს დაიწყო. 7 წლის განმავლობაში წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინა, თუმცა ორივე მათგანის განცხადებით, დაქორწინებას არ აპირებენ, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, თუმცა მიმდინარე წლის მაისში პიკემ განაცხადა, რომ ქორწილი მაინც იქნება.
თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, გავრცელდა ხმები, რომ ვარსკვლავებს არც ისე მარტივი პერიოდი აქვთ, რაც შესაძლოა დაშორებით დასრულდეს. ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ შაკირა ტურნეს იწყებს და ამის გამო შვილებთან ერთად სახლიდან საკმაოდ დიდი ხნით უკვე წავიდა.
თავად ვარსკვლავები ამ ფაქტზე კომენტარს, ბუნებრივია, არ აკეთებენ.