ცეკვის აკადემია „დიდგორი“ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შაკო, გუგა, თამო…
ცეკვის აკადემია „დიდგორი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად კასპს, საუკუნო სასუფეველი მათ სულებს…“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის თამო მოდრეკილაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი.
მდინარე ქსანში მომხდარ უბედურ შემთხვევას კი გუგა გურგენიშვილი ემსხვერპლა.
