LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა კერესელიძე: პიარული ხასიათი თუ არ ექნება, კომისია შეძლებს, ხალხმა ფასების კლება სწრაფად იგრძნოს

116
შალვა კერესელიძე ფასების დარეგულირების საკითხზე

„ფასების დარეგულირების საკითხი იმდენად რთულია და რთული პროცესია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საშუალოვადიან და გრძელვადიან პროცესზე, არამედ მოკლევადიან პერიოდზეც, რათა გადაიდგას ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომ საზოგადოებამ სოციალური სიკეთე იგრძნოს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამომხმარებლო ფასების დარეგულირება რთული საკითხია, თუმცა ყველაფერი პოლიტიკური ნების არსებობაზეა დამოკიდებული.

„რთული საკითხია, რადგან ეს დაკავშირებულია კორუფციულ ინტერესებთან, გარიგებებთან და ა.შ. ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაკეთება მარტივი არ არის, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. პოლიტიკური ნება თუ არ იქნა, მაშინ არაფერი გამოვა. ამ ყველაფერს პიარული ხასიათი თუ არ ექნება, კომისია შეძლებს, ისეთი შედეგები მიიღოს ხალხმა, რომ ფასების კლება სწრაფად იგრძნონ“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.

მარიამ ქვრივიშვილი: მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, კერძო სექტორიდან, როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g