LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: “ამერიკა კი არა მთელი გალაქტიკა რომ დაირაზმოს ჩვენს გამოსახსნელად მაინც არაფერი გვეშველება”

359
shalva-natelashvili-peispalm

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს.

ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ექნება “სერიოზული შეხვედრები ამერიკის მაღალ პოლიტ-ისტებლიშმენტთან”.

“მეგობრებო ამ დღეებში დაიწყება ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ქვეყანა ის მოკავშირეა, რომელმაც დღემდე შეგვინარჩუნა არსებული დამოუკიდებლობა იმ ფორმით მაინც რაც გვაქვს. თუმცა დაუშვებელია ის პოლიტიკა, რასაც ვაშინგტონიდან დაინტერესებული კონკრეტული ჯგუფები ატარებენ პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენ-შესანარჩუნებლად. მათ შორის ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზეც. ყველა ამ და სხვა პრობლემებზე მექნება სერიოზული შეხვედრები ამერიკის მაღალ პოლიტ-ისტებლიშმენტთან. ვნახოთ,დაველოდოთ შედეგებს. თუმცა, სანამ ჩვენი ხალხის უმრავლესობა მიჰყვება არა ქვეყნის სამომავლო ინტერესებს არამედ მილიარდერ-მილიონრებს ამ წუთიერად სტომაქის ამოსავსებად ამერიკა კი არა მთელი გალაქტიკა,რომ დაირაზმოს ჩვენს გამოსახსნელად მაინც არაფერი გვეშველება,”-წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g