29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი მოუწოდებს პრეზიდენტს კანონმდებლობას დაემორჩილოს.
„მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემორჩილონ. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ასე რომ ჩემი მოწოდება მხოლოდ ის არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს