LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: 61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო, რომელშია უფლებები მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში – ელჩმა თქვა, სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო შეწყდესო, რაც დეზინფორმაციაა, 00:00 საათი დადგა და “ფაეტონი იქცევა გოგრად”, ასეთი რაღაცები არ ხდება

141
შალვა პაპუაშვილი

61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო, რომელშია უფლებები მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში. ელჩმა თქვა, სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო შეწყდესო, რაც დეზინფორმაციაა, 00:00 საათი დადგა და „ფაეტონი იქცევა გოგრად“, ასეთი რაღაცები არ ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კანონები შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა.

„არის სხვა მიმართულებები – ანტიკორუფციული მიმართულება, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენს საშინაო დავალებებს უვიზო მიმოსვლისთვის ჩვეულებრივად ვასრულებთ და ეს პროცესი ასეც მიდიოდა. მაგრამ უცებ აღმოჩნდა რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები, უფრო სწორედ, აღმოჩნდა, რომ არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა.

ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტექსტოდ. უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ოჯახური ღირებულებები, ქართული გაგება ოჯახური ღირებულებებისა. ვიღაცას არ მოსწონს გამჭვირვალობა. ვიღაცას შეიძლება, კიდევ ბევრი სხვა რამ არ მოეწონოს, მაგრამ ამის მიბმა უვიზო მიმოსვლასთან, არის ჩვეულებრივი თვითნებობა, ვინაიდან არანაირი კავშირი უვიზო მიმოსვლასთან ამას არ აქვს.

61 ქვეყანასთან აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა. ჩახედეთ სიას ამ ქვეყნებისა და მოქალაქეებმა თავად დაასკვნან, რომელ ქვეყანაში არის უფლებები უფრო მეტად დაცული, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გადაცემა „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აბსოლუტური დეზინფორმაციაა.

,,ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია.

არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას.

ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g