არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს.
„არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ. ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ ფულის, ზეწოლის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.