LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში… არის სურვილი, უშუალო შეხვედრებით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან“

125
შალვა პაპუაშვილი

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ვიზიტებით დედაქალაქებში, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტი უცხოელ კოლეგებთან.

„შეხვედრები როდესაც გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვქონოდა უშუალო კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა.

ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან.

მეორე – აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ყველამ აღნიშნა, თუ რა კრიზისს განიცდიან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. უწევთ ენერგიის დაზოგვის მიზნით სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, მათ შორის, დისტანციური მუშაობა და ა.შ.

ჩანს, როგორ ახდენს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი გავლენას სხვა რეგიონებზე. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ვხედავთ ჩვენ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება თუ ის კრიზისი, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობა, საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი მიდგომა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g