LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე

109
შალვა პაპუაშვილი

გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ნაცვლად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე კიდევ ერთხელ მოხდა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.

„ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.

მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება.

ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“, – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g