LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები – ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

178
შალვა პაპუაშვილი

ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას – დაინგრნენ თუ დამცირდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მანდატებზე უარს თუ იტყვის და განცხადებას დაწერს, ამით საკუთარ თავს დაანგრევს, თუ უარს არ იტყვის მანდატებზე, ამით დაიმცირებს საკუთარ თავს.

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ ჩვენ საბოლოო ჯამში. მე ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ დღეში ჩააყენეს.

ირაკლი კობახიძე – ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ

მათ რეალურად აქვთ ორი გზა – ერთი მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან მეორე, არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას დაინგრნენ თუ დამცირდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენი დაწერს განცხადებას. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან. ნახავთ თქვენ შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი და იტყვის, რომ პარლამენტში არ შესვლა ნიშნავს, რომ ფეხს არ შედგამს. „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არ შესვლა. დაწერონ განცხადებები და თქვან უარი მანდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს – მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

magti 5g