LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში ქართველ ხალხთან და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით“

114
შალვა პაპუაშვილი

ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნაჩქარევი განცხადებებით უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ-ხოლმე.

„ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გაკეთებას არავის ვურჩევ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შემდეგ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს – ხოლმე და უცხოელი აქტორები თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ. მართალია, მერე ბოდიშს აღარ იხდიან, მაგრამ საბოდიშოდ აქვთ- ხოლმე საქმე. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის საკითხს. როცა ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით, ყალბი საფუძვლით იუსტიციის სამინისტროში მივიდნენ და დემარში გამოუცხადეს საქართველოს. ამ ბრალდებებს ამყარებდა მაშინდელი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ამავე დემარშს საფუძველს უქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავეს ამტკიცებდნენ მაშინ და ოპოზიცია. ახლაც ვინ ქმნის ხმაურს და ფსევდო მტკიცებულებების კორიანტელს? ამას ქმნის ოპოზიცია და ზუსტად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩემი რჩევა ყველა უცხოელი აქტორის მიმართ იქნება – თუ არ უნდათ ქართველ ხალხთან კიდევ ერთხელ ჩაიგდონ თავი უხერხულ მდგომარეობაში და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე, იხელმძღვანელონ ფაქტებით და არა აღქმებით.

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს – შვედი მინისტრი

დღეს და ხვალ არის საჩივრების შეტანის ბოლო ვადა. სურათს ვნახავთ ყველანი, მათ შორის უცხოელი დამკვირვებლებიც. იქნება ამ საჩივრების განხილვა. ხედავთ, რომ ცესკო არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე ორგანიზაცია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g