LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ ებრძოდა, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს

177
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც ებრძოდა „გამჭვირვალობის კანონს“, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი და ტრამპის განცხადებას აზიარებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება დაწერა.

„USAID-ი რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს და მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ ამის წინააღმდეგ. ფულის დიდი ნაწილი ისე თაღლითურად დაიხარჯა, რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს. დახურეთ ის!“, – წერს დონალდ ტრამპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g