„ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიეტუველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით – იმედია, პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საღამოს დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდება.
მიხეილ ყაველაშვილი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, რა სჭირდება ხალხს და ქვეყანას“
„დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი“
მისივე თქმით, „ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს და ვინც მას ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები“.
„ვნახეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის.
ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, ვინც სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი დეფინიციითვე, ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.