LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა – პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

113
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.

ახალი რეგლამენტის პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.

პარლამენტი 14 მაისს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

„საქართველოს პარლამენტის განცხადება უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ:

მიმდინარე წლის 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით წარსდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 მაისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g