LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „გახარიამ ქარტიასაც უღალატა უკვე, იმდენად ძარღვებში და ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ამ გუნდს ღალატი, რომ ხომ მოაწერეს ხელი და ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს“

315
შალვა პაპუაშვილი

„ის დისკუსია, რომელიც შიგნით აქვთ, უპირველეს ყოვლისა აჩვენებს თავად ოპოზიციის სახეს. მათ ხელი მოაწერეს ამ ბანანის რესპუბლიკის ქარტიას, სადაც წერია ზუსტად ეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს {პრემიერობის} კანდიდატი და რომ ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს წერია, ამას ხელი მოაწერეს და დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ უკვე უარყოფენ ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდს იმდენად გამჯდარი აქვს ღალატი, რომ ჯერ ხელი მოაწერეს „ქართულ ქარტიას“ და ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს.

„ვნახეთ გიორგი გახარიას გამოხმაურება, რომელმაც ქარტიასაც უღალატა უკვე, როგორც ვატყობთ, ანუ ღალატი იმდენად ძარღვებში და ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ამ გუნდს ღალატი, რომ ჯერ ხომ არ აწერდნენ, მაგრამ ხომ მოაწერეს ხელი და ორ დღეში უღალატეს იმას, რასაც ხელი მოაწერეს.

ასე რომ, ესეც აჩვენებს საერთო ჯამში ამ ხალხის იმედი ვის უნდა ჰქონდეს? ხომ წარმოგიდგენიათ ამათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება მოიპოვონ რა ქაოსში გადააგდებენ ჩვენ ქვეყანას? რამდენიმე კვირის წინ ერთ გვერდიანი ტექსტი შეადგინეს, ხელი მოაწერეს და ახლა უკვე ჩხუბი აქვთ იმაზე, რომ არა მე უნდა დავასახელო, არა მე უნდა დავასახელო პრემიერ- მინისტრი თუ მთავრობის წევრი“. – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g