„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის“.
„გერმანიის ელჩი, მათ შორის, ბოლო ინტერვიუში ვნახეთ, რომ თითქოს და საკმაოდ ყალბად, ჩემი აღქმით, გამოხატავდა წუხილს, რომ ურთიერთობები საქართველოს და გერმანიას შორის არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს წამოღებული მონაცემები, ეს არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღებული ოფიციალური მონაცემები, ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან ანუ არჩევნების შემდეგ არც ერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულად, 6 თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება.
საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია? რომ დაიბარეს ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისთან მივიდა? ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში, თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ და რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებ-ადმინისტრატორის ხარვეზი და გერმანიის ელჩს აქვს შესაძლებლობა შემისწოროს, თუ ეს ასე არ არის“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე სიტყვებით, „მოსახლეობა კითხულობს, თუ რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირის გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას“.
„რუსეთი თუ არ ავიწყდება გერმანიის ვებ-ადმინისტრატორს, ქვეყანა, რომელზეც გემიანის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან და თუ ომში არიან რუსეთთან, მის მონაცემებს აახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ.
არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებ-ადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ შეიძლება დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. აი, ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის. გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე პირადად და ბევრს ჩვენ გუნდში მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან, თუ განათლებიდან გამომდინარე გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან და მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო, თუ რა უქნეს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, რომელმაც ფაქტობრივად, აგურ-აგურ ნაშენი 30-წლიანი მეგობრობა ჩვენ ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის, რომელიც ხაზს ვუსვამ, გენშერის დროიდან დაიწყო და გერმანიის რეპუტაცია ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მაღალი იყო. დღეს როდესაც საზოგადოებას, ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რა სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე? ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოში, დღეს მისი ელჩის სახით ქართველი ხალხის თვალში არის ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას.
ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რომ რა სჭირს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს ძირის გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. ასე რომ პასუხი გასცენ ქართველ ხალხს, რაც მთავარია, გვაინტერესებს. მაშინ ის „ატიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება ქართველი „აიტიშნიკია“ ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. ამაზე მე პირადად, პასუხს ველი, რასთან გვაქვს საქმე“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
⭕💬ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
