LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით“

155
შალვა პაპუაშვილი

„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

საუბარია გუშინ, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით „ჩვენ ვართ ევროპა“, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

გურამ მაჭარაშვილი: „როთი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, სინამდვილეში, იცის, ხალხი არ აირჩევს, საკუთარ ქვეყანაში არ სცემენ პატივს და ჩვენ გათხოვილი კაცის განცხადებებზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ?“

„ ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ. მათი შედეგები არჩევნებზე ვნახეთ, მაგრამ ჩარევას რომ აგრძელებენ, ამის მორიგი მტკიცებულებაა აქცია.“

„ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად.

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი. და ეს ყველაფერი – ევროპის სახელით“, – წერს პაპუაშვილი.

მიხაილ როთი: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი“

ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად,…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g