„კატასტროფაა, როცა ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის“,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს“.
ირაკლი კობახიძე: „გუშინ, პიკზე, 2 000 ადამიანი იყო გამოსული, რაც მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, რაც შეეხება შიმშილობას, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას“
ირაკლი კობახიძე გუშინ გამართულ აქციას და ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა:
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ, ხელისუფლების დამხობის მოწოდება გაისმა. ეს არის კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება ისმის დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც საკუთარი თავი, მათ შორის, ევროკავშირის საელჩომ, საკუთარი ფარული დაფინანსებით მიიყვანეს. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, ერთხელ მაინც თქვან, ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა სრულად ბრიუსელზე და საქართველოში მის საელჩოებზეა.
კახა კალაძე: „პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული, რათა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა – ვერ ეღირსებით ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ!“
„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას და იქ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ფაქტია, პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზეა საუბარი. როგორ გადახარშავენ აი ამ მოცემულობას, რომ მათი ფულით, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავენ ვიღაცები, ეს უკვე მათი პრობლემაა.
ფაქტია, რომ დღეს ბრიუსელი აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულებების ყველანაირ გაგებას. ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც საკვირველია და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.