პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნაა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება ევროკავშირის დირექტივაა, მათი იმპლემენტაციის შესახებ რამდენიმე კვირის წინ წერილი ევროკომისიისგანაც მიიღეს.
„თუკი ამ ნაბიჯების გადადგმა ოქტომბრამდე არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არ გვქონდა [მიღებული კანონი] ისედაც შეზღუდული გვქონდა წვდომა და თუ ახლა საბოლოოდ არ მივიღებთ ამ დირექტივას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და საერთოდ არ გვექნება მოთხოვნა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, „ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სრულად შეესაბამება.
„ეს პროექტი 2018 წლიდან არის პარლამენტში და შემუშავებულია ევროკავშირის მიერ და მათი დახმარებით.
ახლა რაც მოხდა არის ის, რომ 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და ამ ცვლილებებთან შესაბამისობაში, ამ პროექტის მოყვანა, ინიცირება მოხდა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელიც „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, მედიის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს. აღნიშნულ ინცი
ამავე თემაზე: