„მინდა, გავამხნეო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი გუნდის ამომრჩეველს იმედს არ გაუცრუებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის:
პრემიერი: „ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ომის იმიტაციის მცდელობა მოაწყვეს, თუმცა წარუმატებლად დასრულდა“
კობახიძე მიიჩნევს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში „მაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა იყო, თუმცა ოთხივე მცდელობას სახელმწიფომ წარმატებით უპასუხა.
„მინდა, გავამხნეო მთელი მოსახლეობა და პირველ რიგში ჩვენი, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ჩვენი ამომრჩევლები, მილიონ ასოცი ათასი ადამიანი, რომ ყველაფერი იქნება კარგად. არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება. თქვენ მოგვანიჭეთ მანდატი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ვიცავთ და ვაფასებთ. ამ ნდობის გაცრუება არ და ვერ მოხდება. მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა ამ ცხელ დღეებში თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, გვესმის და ვაფასებთ. უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი ვითარება გამოძახილია იმ პროცესის, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს და საიდანაც აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.