LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა – არცერთი სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი

135
Capture

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და კანონის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონი ეხება იმას, რომ „არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს“.

„ბატონმა ანრიმ [ოხანაშვილი] წაიკითხა პარლამენტის წევრის ფიცი და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ქართველი ხალხის ინტერესებზე, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით და მათი მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, არცერთი სხვა ქვეყანა, არცერთი სხვა ძალა ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პოპულარულები