LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს“

123
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარტიულ სიებში დეპუტატობის კანდიდატის დელეგატებად განსაზღვრით, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება პარტიის ფარგლებში მათი სახელით მოქმედებდეს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით არ წარიმართება და პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ყველას ექნება.

„გაეროს განვითარების სააგენტოს დახმარებით ჩატარდა კვლევა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კვალდაკვალ, პარლამენტმა როგორ შეინარჩუნოს ბმა რეგიონში მოსახლეობასთან და ამ მხრივ სხვა ქვეყნებში რა გამოცდილება არსებობს. სამწუხაროდ, დიდი გამოცდილება არც არის – არის ან მაჟორიტარული სისტემა ან არა.

კვლევის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომ პარტიებმა გარკვეულწილად საკუთარ თავზე აიღონ და მოსახლეობას, ამომრჩევლებს მისცენ შესაძლებლობა, თავიანთი წარმომადგენლები პარტიულ სიაში დაინახონ. ეს არის სწორი და მარტივი გზა, რომ პარტიებმა ამომრჩევლებს შესთავაზონ, თუ ვინ შეიძლება მათი სახელით მოქმედებდეს ამ პარტიების ფარგლებში“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტიებს შესაძლოა მიეცეთ უფლება, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ.

ინიციატივა “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. ამავე პროექტის თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი უქმდება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. შესაბამისად, პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები