LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს – მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

138
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

„რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას – პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს. შესაბამისად, ჩვენ თარიღს ჩავნიშნავთ ხვალ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g