LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „პრობლემებზე, რაზეც ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი, ღრმა პოლიტიკური კრიზისი“

108
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი – ამერიკაც საუბრობს“.

„ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება – ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა – იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.

ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g