„გუშინ, ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილმა] პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის არევის საქმეშია ჩართული.
„თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით.
გუშინ, ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად.
პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“
მისი შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურად გაყალბება მოხდა.
ჩვენ გვესმოდა დუბლირებული სიები, რომ აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“, მონიშნული იყო ბიულეტენები – არცერთი ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. იცით, რომ აპარატურასთან დაკავშირებით, ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის წინასწარ იყო შერჩეული, აუდიტი ჩაატარა, არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან დაკავშირებით არ არის და ვერც იქნებოდა.
თან თავადაც ამბობდნენ, შეუძლებელი იყო, იქ რამე მომხდარიყო, უბრალოდ, ეს არის, როცა დავალებას იღებ, რომ ქვეყანა უნდა არიო, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.