LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს… დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება“

162
შალვა პაპუაშვილი

„ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება:

„ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს. მისივე აღიარებით, ჯარისთვის მოპარული ფულით, საქართველოში ის პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიას აფინანსებს. დამნაშავის შეფარება არ არის ევროპული ღირებულება, როგორც ეს ქართველებს გვესმის“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

როდესაც ევროპულ ღირებულებებზე იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on შაბათი, 20 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g