LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „რადიკალები ეუთოსთან შეხვედრებზე უცხოელებს ეწუწუნებოდნენ და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში“

121
შალვა პაპუაშვილი

„მესმის მე, რომ რადიკალები დღეს ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში – ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს ნუ წუწუნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგის შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიცია თავს კომფორტულად გრძნობს იმ რადიკალიზმში, რომელშიც არიან და ამაში ხელს კონკრეტული ევროპელი მაღალჩინოსნებიც უწყობენ“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ – ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში

„პარლამენტის პროცედურები რასაც ითვალისწინებს, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგს, თანამშრომლობას, ერთად მუშაობას, ზუსტად ეს ხდება საქართველოს პარლამენტში. ის, ვინც ცდილობდა დემოკრატიის დამხობას, დღეს ნუ წუწუნებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილი არ არის.

მესმის მე, რომ რადიკალები დღეს ეუთოსთან შეხვედრებზე ეწუწუნებოდნენ უცხოელებს და სურთ, რომ იქნებ რაღაცნაირად ფეხი შემოყონ დემოკრატიულ პროცესში, მაგრამ მათ გადაწყვეტილება მიიღეს და ეს არ იყო პირველი გადაწყვეტილება- 2020-შიც ასე იყო, 2016-შიც ასე იყო, ჩვენ საკმარისად გამოვიჩინეთ ლმობიერი დამოკიდებულება რადიკალიზმის მიმართ, რამდენჯერმე ქართველმა ხალხმა მისცა შანსი რადიკალებს, რომ გამოსწორებულიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ ეროვნული ინტერესების კალაპოტში, მაგრამ ერთხელ ორჯერ, სამჯერ, და შვიდჯერ ?!

მეშვიდეზე აღარ გამოდის ეს ამბავი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ, მე მგონი, ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ იმ რადიკალურ წვენში, სადაც ისინი იხარშებიან. უცხოელები, ქალბატონი გრეგოროვები და ა.შ. აქებენ, რეზოლუციებს უძღვნიან, ასე არიან სიამტკბილობაში და იყვნენ, მთავარია ქვეყანას ვერაფერს უშლიან. ქვეყანა წინ მიდის – მთავარია ეკონომიკური განვითარება, მთავარია მშვიდობა, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება – ამ მხრივ ქვეყანა მიდის წინ.

რადიკალები კი, ზიზღში ჩაძირული ადამიანები, თავის ზიზღში იხარშებიან და ამ პროცესს ვაკვირდებით მათ შიგნით. დღეს ევროპულობის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა ის, თუ რამდენად ავლენ ზიზღს. რაც უფრო მეტად ავლენ ზიზღს, მით უფრო ევროკავშირელი ხარ და ეს შეჯიბრებაა მათ შორის, რომ ყველაფერი რაც არაქართულია, გამოავლინონ მათი რიგებიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე: „მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა“

ტატა ხვედელიანი: „დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g