LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო“

136
შალვა პაპუაშვილი რუსთაველის გამართულ აქციაზე

ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ ხელისუფლების „დამხობის“ და „ყველას დასჯის“ პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების “დამხობის” (!) და “ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.

საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს საპროტესტო მარში დააანონსეს. მათი განცხადებით, მარში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის მონაწილეები მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

მთავარ სლაიდზე გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g