LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: რამხელა ირონიაა, მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე

164
შალვა პაპუაშვილი

იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით, იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ირონიულია, როცა მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რამეს ამბობდნენ სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე.

„რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება. მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე. იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g