LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“

259
შალვა პაპუაშვილი

„ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით, თუმცა რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს,  ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება.

შალვა პაპუაშვილი: „ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ“

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით. გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს;

„თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სვლას, ევროკავშირი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს და ხელახლა შეაფასოს პირობების შესრულება, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ჩათვლით“ – რასა იუკნევიჩიენე

როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეესტრში“ აღმოვაჩინეთ, რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა“ კანონის გაწვევა, სააკაშვილის გათავისუფლება“ – კიდევ რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის რეზოლუციის პროექტში

4-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა – „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.

თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: „ამაზრზენია რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები – ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g