LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვაზე – „რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“

113
შალვა პაპუაშვილი

„რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ. ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ – არის თუ არა ხელისუფლების სურვილი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, რა არის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა.

„ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის.

რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის, ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა რა არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ, ამის წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g