LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უკრაინულ ხელისუფლებაში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“

159
C7BE52DC-9866-47C7-9773-CA645A423BF2_w1200_r1

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კომენტარს აკეთებს.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები უკრაინულ ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.

„თავად ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, ეს არის უკვე განაჩენი ამ ადამიანებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა “იმედის კვირაში”.

magti 5g