LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ დაეხარჯა, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“

139
შალვა პაპუაშვილი და ჯინ შაჰინი

„[ანაკლიის პორტის მშენებლობის] ტენდერში მონაწილეობა არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია – სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“ – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

„ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია. სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით,“ – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

შალვა პაპუაშვილი: „იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია“

„საქართველომ გააუქმა პორტთან დაკავშირებული კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან. ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ ის მიმართულია ჩინურ კომპანიას გადასცეს ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს არის საკითხი, რომელზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ღრმად იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას“. – აღნიშნა სენატორმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითს წარმოადგენს. ამ პროექტზე ღია…

Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Monday 7 April 2025
magti 5g