სანამ თქვენ სხვა ოჯახის წევრი არ გახდებით და არ შეხვალთ სხვა ოჯახში, იმ ოჯახს შეუძლია, რომ თქვენ დაგიწესოთ წესები, რომ ჩაი ამ ჭიქით დალიე და არა იმ ჭიქით? ანუ მეზობელი თქვენთან გამოვიდეს და გითხრათ, რომ ეს რა არის, რომელი ჭიქა აიღე? სხვა ჭიქა აიღე! ან კარადა აქ რატომ გიდგას ან წიგნი ასე რატომ გიდევსო, თქვენი აზრით, რას ეტყვით იმ მეზობელს? ზუსტად ამას ვეუბნებით ჩვენ ევროკავშირს და მერე სწყინთ კიდევ. ბიჭო, ნუ შემოვლენ, ნუ შემოგვივარდებიან ოჯახში და ნუ დაიწყებენ, რომ ასე გააკეთე და ისე გააკეთე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გაუკვირდება ზოგიერთს გარეთაც და შიგნითაც, მაგრამ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა.
პაპუაშვილის მტკიცებით, დღეს, სინამდვილეში ბრიუსელი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. მანამდე კი პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის მეგობრობაზე და ამ კუთხით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს უპასუხა.
შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ კანონპროექტის ინიცირებაზე – სიმართლე გითხრათ, დაგვღალა უკვე ამ ადამიანმა თავისი მრავალსერიანი საპნის ოპერით – როგორც ჩანს, ეს მისი ჰობია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ
„ჩართოს ბატონმა ჯო უილსონმა ტელევიზორი და ნახავს გერმანიის კანცლერს, რომელიც ახლა იმყოფება ჩინეთში და ძალიან გახარებულია და კარგი შეხვედრები აქვს. ესეც ზოგადად აჩვენებს და ეხება იგივე ევროკავშირსაც, რომელიც გვიშლის ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბრუნდებიან ზოგიერთი ძალები ასი წლის წინანდელ ევროპის მენტალიტეტში, როდესაც არსებობენ დიდები და პატარები და დიდები პატარებს რაღაცებს უშლიან. ცივილიზაციური უფსკრული სწორედ ეს არის – დაბრუნება წარსულში, იმ ევროპაში, რომელსაც ბევრი ცუდი რამ აქვს გაკეთებული სხვადასხვა ხალხის მიმართ და აქეთკენ მიაქანებს დღეს, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ევროპას. ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც აღმატებული ერების და პატარა ერების კატეგორიები შემოაქვს და დღეს ასე გვიყურებს, სამწუხაროდ, ბრიუსელი ჩვენ, როგორც პატარა ერს და ისინი, როგორც აღმატებული, ერი, რომელსაც უფლება აქვს, ჩავიდეს ჩინეთშიც, ინდოეთშიც, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ვაჭრობაზე ისაუბრონ. ჩვენ ვის რა უნდა დავუშავოთ ჩვენი მცირე ეკონომიკით და ჩვენ არ გვაქვს უფლება თურმე, რომ არც ჩინეთს უნდა ველაპარაკოთ. საერთოდ, ჩვენ უნდა გვქონდეს დაქვემდებარებული საგარეო პოლიტიკა, რომელიც უნდა დავუქვემდებაროთ ევროკავშირს და სხვათა შორის, ეს გვითხრეს კიდევაც. ამ პრეტენზიას ჩუმ-ჩუმად გვიყენებენ სხვადასხვა ანგარიშებში, რომ საქართველო არ არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ რაღაც მიმართულებებს და ბოდიში, არ ვართ წევრი ევროკავშირის. ანუ ხმის უფლება არ გვაქვს იმ პოლიტიკის განსაზღვრაში და ვალდებულებას გვკიდებენ, რომ ამ ყველაფერს სრულად უნდა დაუახლოვდე ანუ წარმოგიდგენიათ, საერთოდ, რა წარმოდგენა აქვთ?
სანამ თქვენ სხვა ოჯახის წევრი არ გახდებით და არ შეხვალთ სხვა ოჯახში, იმ ოჯახს შეუძლია, რომ თქვენ დაგიწესოთ წესები, რომ ჩაი ამ ჭიქით დალიე და არა იმ ჭიქით? ანუ მეზობელი თქვენთან გამოვიდეს და გითხრათ, რომ ეს რა არის, რომელი ჭიქა აიღე? სხვა ჭიქა აიღე! ან კარადა აქ რატომ გიდგას ან წიგნი ასე რატომ გიდევსო, თქვენი აზრით, რას ეტყვით იმ მეზობელს? აი, ზუსტად ამას ვეუბნებით ჩვენ ევროკავშირს და მერე სწყინთ კიდევ და ბიჭო, ნუ შემოვლენ, ნუ შემოგვივარდებიან ოჯახში და ნუ დაიწყებენ, რომ ასე გააკეთე და ისე გააკეთე.
კიდევ ერთხელ, დაახლოების პროცესი არის პროცესი, პარალელურად უნდა მიდიოდეს. სრული ჰარმონიზება იქნება მაშინ, როდესაც გვექნება სიტყვის უფლება, ხმის უფლება ევროკავშირში, ანუ ვიქნებით წევრები, ანუ გვექნება გავლენა გადაწყვეტილებებზე. სანამ ჩვენ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ გვაქვს, ეს არის არჩევითი პროცესი, რომ რაღაც საკითხს გავიზიარებ, რაღაცას არა. გაუკვირდება ზოგიერთს გარეთაც და შიგნითაც, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. დღეს, სინამდვილეში ბრიუსელი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, როდესაც ითხოვენ რომ ჩვენ სრულად დავექვემდებაროთ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ რაღაც საკითხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი თავისი სისხლით აქვს მოპოვებული.
„ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენი სისხლით გვაქვს მოპოვებული, ზოგიერთისგან განსხვავებით ევროკავშირში და ამ სუვერენიტეტს ასე ადვილად არ დავუთმობთ, მით უმეტეს, არ დავუთმობთ არაკვალიფიციურ ხალხს“, – აცხადებს პაპუაშვილი.
