„მაიდანის სცენარს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, თითქოს უდევთ წინ სცენარი და ამ სცენარიდან ყოველ დღე ახორციელებენ იმას, რასაც თავის დროზე მოჰყვა მაიდანი. ყველას შევახსენებ, მაიდანის რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა მაიდანის დროს – ეს უნდათ საბოლოო ჯამში, აქეთ მიჰყავთ ეს პროცესები, როდესაც რომანტიზებას ახდენენ ისეთი პოლიტიკური პროცესისა, რაც სინამდვილეში, გულისხმობდა არეულობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, რომელიც 90-იანი წლების პუტჩის მოვლენებს ჰგავს.
„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებასაც გეგმავს
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს.
„რუსთაველის გამზირი აქციეს ძალადობის და უკანონობის კერად, არაფერი კავშირი ამას მათ შორის, ქართული პროტესტის კულტურასთან აღარ აქვს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. გამოვლილი გვაქვს ბევრნაირი რამე, ერთადერთი, რასთან პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩვენი წარსულიდან, ეს არის 90-იანი წლების პუტჩი – ამას კი ჰგავს, ავტომატები ჩაანაცვლეს მაშხალებით, სცენა და კადრები იგივეა, პარლამენტის შენობა ამოღებული სამიზნედ, 90-იანებში თუ ქვემეხებს და ავტომატებს ესროდნენ, ახლა ესვრიან მაშხალებს და იქვე ამატებენ, თითქოს, ეს არაფერია და ვიზუალური ეფექტები იყოს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.