პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც მოშიმშილესთან მიდის და „თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს”, თვითმკვლელობას უწყობს ხელს.
აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.
ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ.
ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.