LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „წინა პრეზიდენტების წყალობით ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო, მომავალ პრეზიდენტს საკმაოდ დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ეს დაზიანებული რეპუტაცია გამოასწოროს“

180
შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი

„თავიდანვე ვთქვით და ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო მიხეილ ყაველაშვილის დასახელება პრეზიდენტის პოზიციაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი რეპუტაცია, განსაკუთრებით მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააზიანა:

გიორგი ვაშაძე: „არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტში პრეზიდენტობის კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია პრეზიდენტია – რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ხალხის წარმომადგენლად მიგვაჩნია“

„პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით, განსაკუთრებით, მოქმედმა პრეზიდენტმა იმდენად დააზიანა ეს ინსტიტუტი, რომ მომავალ პრეზიდენტს დასჭირდება საკმაოდ დრო იმისთვის, რომ გამოასწოროს პრეზიდენტის ეს დაზიანებული რეპუტაცია“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე: „არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, არ გავალ სასახლიდანო – არასერიოზულია, ფეხებს ხომ არ „გააფიჩინებს?“ – ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, საინტერესო სანახავი იქნება სკამს რომ ჩაებღაუჭება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g