„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას – შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი კი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამ ტექსტთან ერთად, პაპუაშვილი შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის ინტერვიუს ნაწყვეტს აზიარებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა „რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას“.
შალვა პაპუაშვილი: „გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ – პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“
პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო დღეების მხილების შემდეგ, ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში.
„ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება.
შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია“. – წერს შალვა პაპუაშვილი.
ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება. შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია.
Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Monday 10 February 2025