„მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“ – ამის შესახებ ნათქვამია შალვა თადუმაძის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს:
„ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი“ – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე.
„მოგეხსენებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საქართველოს მაღალი თანამდებობის მქონე დასანქცირებული პირების სია, რასაც წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის – კესტუტის ბუდრისის – საჯარო განცხადება, რომ ძალადობის და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერების ჩაგვრის შედეგად, ესტონეთთან თანამშრომლობით გააფართოვა დასანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია. აღნიშნული განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სიის თითოეული პირი, მათ შორის, მეც, დაგვადანაშაულა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევაში.
მოგმართავთ თხოვნით, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, თქვენდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ (თანამდებობის პირმა) მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი“.
„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს – გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“ – კაია კალასი
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 000-მდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. ორივე საქმესთან მიმართებით (გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ და დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.
ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – ვკითხულობთ შალვა თადუმაძის მიერ მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში.