44 წლის პენელოპა კრუსი ესპანური „ვოგის“ აპრილის ნომრის გმირი გახდა. დღეს გამოცემამ „ინსტაგრამზე“ ჟურნალის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პენელოპა ორი განსხვავებული იმიჯით პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოზე მას „შანელის“ წითელი პიჯაკი აცვია შემოგომა-ზამთრის კოლექციიდან 1983/1984. მეორე ფოტოზე კი პენემ არჩევანი კიდევ ერთი ფავორიტი ბრენდის, „ვერსაჩეს“ შავ კაბაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რაიან მერფის სერიალში „ამერიკული კრიმინალური ისტორია“ მან დონატელა ვერსაჩეს როლი შეასრულა.