LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანგრი ლა“ გრანდ გათამაშებისთვის ემზადება

146

სამორინე ”შანგრი ლა”-ში სამაგიდო თამაშების მოთამაშეთათვის გრანდ გათამაშება შედგება, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” სამორინედან აცნობეს, ეს გათამაშება აგვირგვინებს გათამაშებების სერიას „300 000 სამი კვირის განმავლობაში“. მათივე ცნობით, სამორინეს ყველა სტუმარს, რომლებმაც მაგიდებზე თამაშისას შეაგროვეს ბილეთები, ექნებათ შესაძლებლობა, მოიგონ მნიშვნელოვანი ფულადი პრიზები საერთო ფონდით 100 000 დოლარი.

”ჩვენი გათამაშებების დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ ყველა განცხადებული პრიზი გარანტირებულად გათამაშდება და მაშინვე გადაეცემა მოთამაშეებს, სამორინეს სტუმრების თვალწინ, და ეჭვგარეშეა, რომ ფულს რეალური გამარჯვებულები იღებენ”, – განმარტეს ”შანგრი-ლა”-ში.

მათივე ინფორმაციით, მომდევნო გათამაშების დროს სტუმრებს გაართობს ცნობილი პოპ-ჯგუფი უკრაინიდან „А.R.М.I.А“.
”ჯგუფის წევრები არიან გამორჩეული ქორეოგრაფიული და ვოკალური მონაცემების მქონე მომხიბვლელი გოგონები: ირინა სტეპანოვა, სვეტლანა საფრონოვა და ანასტასია სნადნაია. ჯგუფი სამხრეთ-ამერიკული ფესტივალის „Vina Del Mar“-ის ფინალისტი და მაყურებელთა სიმპათიის პრიზის მფლობელია. შოუ ჩატარდება 10 დეკემბერს 21:00 საათზე”, – აღნიშნეს სამორინეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g