LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით – როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია?

103

წინასაარჩევნო პერიოდში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ გამოქვეყნდება, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო ცინცაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს და კომპრომატებით ომიც დაიწყება.

”ეს საშინელება პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ისევ მოხდება წინასაარჩევნო პერიოდში. რაც აქამდე იხილა საზოგადოებამ ეს იყო ყვავილები, მწიფე ხილი წინ ელის საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ითხოვენ, რომ წინნასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაირკვას ვინ ავრცელებს პირადი ცხოვრების კადრებს, რათა საფრთხე  იყოს ლიკვიდირებული” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადებით ხელისუფლება ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ცინცაძის აზრით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თარიღთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგა. მისი აზრით, საპარლამენტო არჩევნების თემა ხელისუფლებამ წინ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაფარად წამოსწია.

”საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ისეა აჭრილი და პოლიტიკა უახლოვდება სრული დეგრადაციის ზღვარს, რომ  საჭირო იყო ლეღვის ფოთლის როლის შემსრულებელი ღონისძიება. პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთად გადაწყვიტეს ეს თარიღი. რამდენიმე დღით სხვა პრობლემებმა გადაიწია მეორე პლანზე და არჩევნების თარიღმა გადაფარა სხვა თემები” – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g