LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა მახარაძემ სასამართლოში სიმართლე არ თქვა: დავით ყაზარაშვილი

82
daviT yazara

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ”ტოიოტა ქამრის” მძღოლს, ვასილ მახარაძეს დღეს, თითქმის 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულმა მახარაძემ სასამართლოში სიმართლე არ ისაუბრა.

”რა თქმა უნდა, მან სასამართლოს წინაშე სიმართლე არ თქვა. არც იტყოდა სიმართლეს, ამის მოლოდინი არ გვქონია. ის ერთ-ერთი ბრალდებულია ვისაც ამ ეპიზოდში გიორგი შაქარაშვილზე და სხვა პირებზე თავდასხმაში აქვს ბრალი წაყენებული, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი სიმართლეს იტყოდა, მის წინააღმდეგაც იქნებოდა გამოყენებული”. – აღნიშნა, ყაზარაშვილმა.

ასევე ის განმარტავს, რომ ფაქტი, რომ მახარაძის ავტომანქანაში ორი პირი – ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ. ისხდნენ, ბრალდებულების მოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

“როცა ყველაფერი დასრულდა, თბილისში ჩამოვიდნენ, ყველაფერი გაიაზრეს, რა მოხდა, რა გააკეთეს, ის ორი ადამიანი – ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ. შემდეგ ჩასვეს მანქანაში, ეს იყო მოლაპარაკების საგანი. ჩვენებაში მიუთითეს, რომ ეს ორი პირი თითქოს მანქანაში იჯდა, ეს მოგონილი ამბავია. ერთ-ერთი გარემოება, რომ ეს სიმართლე არ არის, იმითაც დასტურდება, რომ ზ. ხ. – ს ეს ფაქტი აერია და როცა გამოძიებას ჩვენება მისცა, იქ დააფიქსირა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი იჯდა მანქანაში, იმაზეც კი ვერ შეჯერდნენ, მანქანაში ვინ უნდა დამჯდარიყო, ვასილ მახარაძის გარდა კიდევ დამატებით ორი პირი ვინ უნდა ყოფილიყო.

ვასილ მახარაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩილ გაგნიძეც და ნიკოლოზ რევაზიშვილიც ხიდის ქვედა ტერიტორიაზე ჩასულები იყვნენ, რასაც ბრალდებულები უარყოფენ.

გურამ ამირხანაშვილის განცხადებით, როცა ფერად შენობასთან მანქანა მოვიდა, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მაშინ ამოვიდნენ ქვემოდანო. ის გარემოებები, რაზეც დაცვის მხარე ბრალდებულთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული, რომ ამაზე კითხვები დაისმებოდა და მოწმეს უნდა ეპასუხა, მახარაძემ უპასუხა რაც რეალობა იყო”. – განაცხადა, ყაზარაშვილმა.

ის ასევე, დიდ ტყუილს უწოდებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატების განცხადებით დასტურდება, რომ ვასილ მახარაძეს მანქანაში 2 პირი ეჯდა.

“რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ის რომ ვახტანგ ჩიქოვანი და ზ. ხ მანქანაში სხდებიან, ეს მომენტი ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ არ ჩანს, მხოლოდ ერთი სილუეტი ჩანს, რომელიც ვასილ მახარაძისაა. უკანა კარი რომ იღება სად ჩანს რომ იღება, მანახეთ და შეიძლება მეც ვაღიარო, რომ ის ტყუილი, რასაც დაცვის მხარე ამბობს, რეალობაა”. – განაცხადა ყაზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები