LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ჩემი თხოვნაა, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს: ლომჯარია

179
pjimage

“ისე გავავრცელოთ ან გავაშუქოთ ამ საქმესთან დაკავირებული ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ტრაგიკულად გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფოტომასალის თუ კადრების გავრცელების დროს, გიორგის ოჯახის წევრების მდგომარეობაა გასათვალსწინებელი.

სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს ასევე მოუწოდა, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრების, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გადაღებისგან თავი შეიკავონ.

“ოჯახს როცა ვესაუბრე, ერთ-ერთი საკითხი, რაც მათი მხრიდან წამოიწია იყო ის, რომ მედიის მხრიდან ცალკეული ქმედებები მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო. ეს იყო მათი განცხადება. ბუნებრივია, ყველას კარგად ესმის, რომ სახალხო დამცველი არ არის ის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. თუმცა, გარკვეული თხოვნა თუ რეკომენდაციები ყველა მოქალაქის თუ მედიასაშუალების მიმართ მაქვს, ვინც აღნიშნული საქმის გარშემო ავრცელებს ინფორმაციას.

პირველ რიგში, ჩემი თხოვნა იქნება, პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს და არასასურველი გადაღებისგან დავიცვათ მათი ოჯახური და პირადი სივრცე. ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები, ფოტოსურათები ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან, რაც ოჯახის წევრების განცხადებით მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ, ალბათ ესეც გასათვალისწინებელია, რომ ისე გაგავრცელოთ ან გავაშუქოთ აღნიშნული ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, ასევე ბრალდებულებთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვოთ, ისე არ გაშუქდეს ინფორმაციები, რომ ვინმე უკვე დანაშაულის ჩამდენად წარმოვაჩინოთ, ვინაიდან ჯერჯერობით არავის მიმართ წარდგენილი ბრალი დადგენილი არ არის”- აცხადებს ომბუდსმენი.

ზურა ვარდიაშვილი: „ცხედრის პოვნიდან 20 დღე გავიდა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ…“

 

magti 5g