LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შარი მოსდო, რატომ არ დგები ფეხზეო და პირდაპირ დაარტყა…“ – მოკლული 17 წლის დათო ნარიმანიძის დედა ტრაგედიის დღეს იხსენებს

538
დავით ნარიმანიძე

10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ტრაგედიის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბრალდებული მხოლოდ იმის გამო დაესხა თავს, რომ სუფრაზე ფეხზე არ ადგა.

„ბოლო დღეს ჩავუწექი ლოგინში და რომ ვეფერებოდი, პატარა კი არ ვარო და ვუთხარი, ჩემთვის სულ პატარა ხარ-თქო…

ეს თავისთვის იჯდა და შარი მოსდო, რატომ არ დგები ფეხზეო, პირდაპირ დაარტყა სასიკვდილოდ“

როგორც მოკლული ბიჭის დედა ჰყვება, გარდაცვლილის უფროსმა ძმამ, ლუკამ მომხდარის შესახებ მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში გაიგო, სადაც ის გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი.

„ამ სუფრის წევრებმა ჩემს [უფროს] შვილს ლუკას სთხოვეს, სახლებამდე წაეყვანა, მარტო ის იყო ფხიზელი… თავისი ძმა რომ ავიდა უკვე ეს ამბავი მომხდარი იყო…

ლუკამ [თქვა] რომ გავაჩერე მანქანა, ეგრევე პიკაპი მომიდგაო და ანუ შენც ხომ ამ სუფრის წევრი ხარო, გადაუყვანიათ პოლიციაში… თურმე სულ თავის ძმას კითხულობს, სად არის დათო, სად არის დათოო. იქ გაიგო.

ეს მკვლელიც რომ შესულა, უკვე აყვანილი პოლიციაში, იქ ნახა პირველად… ლუკა მიხვდა, რომ ეს ყოფილა მკვლელი“

„ეს სურათი წინა დღეებშია გადაღებული, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემს სუნთქვას… უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს, ყველას“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები