LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: „არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს… ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება“

134
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს, რაც გამოძიებას მოითხოვს.

როგორც შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით სიცხადეა საჭირო.

„ევროკავშირის მხრიდან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ: „შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“, – თქვა შარლ მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g