LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: “გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ”

56
fc6d7a4b60c35844696c5308df055448

“გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ,”-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი – კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, ეს არის ფასეულობები, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობს

„ევროპული საბჭოს სხდომა დაუბრუნდება ამ საკითხს და განაცხადებს ყველა პარტნიორთან ერთად, ნატო-სა და დიდ შვიდეულთან, აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“,- განაცხადა მიშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g